Image
Image
Image

აშშ-ში კალათბურთის მსაჯს ცემეს

image
  • 137
ამერიკის შეერთებულ შტატებში საუნივერსიტეტო გუნდების – “ჩიკაგო ატლეტიქსისა” და “ჰიუსტონ რეპტორსის” შეხვედრა მსაჯზე თავდასხმით დასრულდა. მატჩის მიწურულს, ერთ-ერთმა მსაჯმა ტექნიკური ჯარიმა მისცა “ატლეტიქსის” მოთამაშეს. მსაჯსა და კალათბურთელს შორის სიტყვიერი კონფლიქტი წარმოიშვა, რამაც “ჩიკაგოს” მთელი გუნდის აგრესია გამოიწვია.
Image
გუნდის ვერსიით, ჩხუბი სწორედ არბიტრმა დაიწყო. მან უხამსად მიმართა ერთ-ერთ მოთამაშეს და ხელი უბიძგა მას. კალათბურთელმაც იგივეთი უპასუხა. თუმცა, სხვა ვერსია აქვს მოწინააღმდეგე გუნდს. “ჰიუსტონის” მწვრთნელი დარწმუნებულია, რომ სწორედ “ჩიკაგოს” მოთამაშე პირველი დაესხა თავს რეფერის.