Image
Image
Image

ხორვატია-ინგლისის მატჩზე ჯიუნეთ ჩაქირი იმსაჯებს

image
  • 153
ცნობილი გახდა მსოფლიო ჩემპიონატის მეორე ნახევარფინალის მსაჯი – ხორვატიისა და ინგლისის შეხვედრას თურქი ჯიუნეთ ჩაქირი განსჯის. მას თანამემამულეები – ბაჰათინ დურანი და თარიქ ონგუნი დაეხმარებიან. მეოთხე არბირტი იქნება ჰოლანდიელი ბიორნ კუიპერსი.
Image
ჩაქირისთვის ეს მესამე მატჩი იქნება ამ ჩემპიონატზე. მანამდე მან ჯგუფურ ეტაპზე იმსაჯა: მაროკო-ირანი და ნიგერია-არგენტინა.

ხორვატიისა და ინგლისის ნახევარფინალი 11 ივლისს, მოსკოვში გაიმართება.