Image
Image
Image

ნადალი და ჯოკოვიჩი მეოთხედფინალში არიან

image
  • 123
უიმბლდონზე მორიგი სათამაშო დღე დასრულდა. კაცებს შორის რვიდან შვიდი მეოთხედფინალისტი გამოვლინდა. ვერ მოესწრო მხოლოდ ერთი მერვედფინალის დასრულება, რომელშიც არგენტინელი ხუან მარტინ დელ პოტრო სეტებში 2:1-ს ამარცხებს ფრანგ ჟილ სიმონს. ეს მატჩი სამშაბათს დასრულდება.

ჯერჯერობით სეტის წაუგებლად მიდის წინ ესპანელი რაფაელ ნადალი, რომელმაც ჩეხი ირჟი ვესელის წინააღმდეგ პირველ ორ სეტში ფანტასტიკური თამაში აჩვენა საკუთარ გეიმებში – ჯამში მხოლოდ შვიდი (!) ქულა დათმო და ბრეიკპოინტთან ახლოსაც არ გააკარა მეტოქე, ჩეხის მოწოდებაზე კი თითო სეტში თითო ბრეიკი შეასრულა.

ოდნავი ბრძოლა იყო მესამე სეტში, როცა ვესელიმ მატჩში ერთადერთი ბრეიკპოინტი გამოიყენა და ბრეიკით დაწინაურდა. ნადალმა იქვე დაიბრუნა დაკარგული მოწოდება, 5:4-ზე კი გადამწყვეტი ბრეიკი შეასრულა და საათსა და 56 წუთში მოამთავრა საქმე.

სამ სეტში მოიგო ნოვაკ ჯოკოვიჩმა, რომელმაც საათი და 49 წუთი მოანდომა რუსი კარენ ხაჩანოვის დამარცხებას – 6:4, 6:2, 6:2. სერბმა 14-დან შვიდი ბრეიკპოინტი გამოიყენა, ხაჩანოვმა – სამიდან ორი.

კეი ნიშიოკრიმ იაპონური ჩოგბურთის ახალი ისტორია შექმნა – ის ამ ქვეყნის პირველი მოთამაშეა, რომელიც „დიდი სლემის“ ოთხივე ტურნირის მეოთხედფინალში ყოფილა. კეის სრული კოლექციისთვის უიმბლდონის რვა საუკეთესოს შორის მოხვედრა აკლდა და წრე ლატვიელი ერნესტ გულბისის ძლევით შეკრა – 4:6, 7:6(5), 7:6(10), 6:0.

ნიშიკორის მსგავსად, პირველად ითამაშებს უიმბლდონის მეოთხედფინალში ამერიკელი ჯონ ისნერი, რომელმაც ტურის ამომავალი ვარსკვლავი, ბერძენი სტეფანოს ციციპასი დაამარცხა – 6:4, 7:6(8), 7:6(4).
ისნერისთვის ეს პირველი მეოთხედფინალია „დიდ სლემზე“ 2011 წლის შემდეგ და თუ ამ ეტაპზე მილოშ რაონიჩს მოუგებს, კარიერაში პირველად ითამაშებს ნახევარფინალში.

თავად რაონიჩმა შეაჩერა ამერიკელი მაკენზი მაკდონალდის მოულოდნელი სვლა – 6:3, 6:4, 6:7(5), 6:2 და მეოთხედ გავიდა უიმბლდონის მეოთხედფინალში.

სხვათა შორის, რაიონიჩი 1:3-ს აგებს ისნერთან ურთიერთშეხვედრებში.
Image
კაცები
1/16 ფინალი
ფედერერი (შვეიც, 1)-მანარინო (საფ, 22) 6:0, 7:5, 6:4
ანდერსონი (ს. აფრ, 8)-მონფილსი (საფ) 7:6(4), 7:6(2), 5:7, 7:6(4)
რაონიჩი (კან, 13)-მაკდონალდი (აშშ) 6:3, 6:4, 6:7(5), 6:2
ისნერი (აშშ, 9)-ციციპასი (საბ, 31) 6:4, 7:6(8), 7:6(4)
ჯოკოვიჩი (სერ, 12)-ხაჩანოვი (რუს) 6:4, 6:2, 6:2
ნიშიკორი (იაპ, 24)-გულბისი (ლატ) 4:6, 7:6(5), 7:6(10), 6:1
დელ პოტრო (არგ, 5)-სიმონი (საფ) 7:6(1), 7:6(5), 5:7 გადაიდო
ნადალი (ესპ, 2)-ვესელი (ჩეხ) 6:3, 6:3, 6:4
1/8 ფინალი
ფედერერი (შვეიც, 1)-ანდერსონი (ს. აფრ, 8)
რაონიჩი (კან, 13)-ისნერი (აშშ, 9)
ჯოკოვიჩი (სერ, 12)-ნიშიკორი (იაპ, 24)
დელ პოტრო (არგ, 5)/სიმონი (საფ)-ნადალი (ესპ, 2)