Image
Image
Image

ნინო თიბილაშვილი ევროპის ჩემპიონია

image
  • 134
პარამოფარიკავე ნინო თიბილაშვილი ეტლით ფარიკაობაში (ხმალი) ახალგაზრდებში, ვარაშვის 2018 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ოქროს მედალოსანია.

ნინამ ჯგუფში ექვსი მეტოქე დაამარცხა – ელისა მოლტენი (იტალია), სოფია მაქსიმინი (საფრანგეთი), სოფია ბრაუნატო (იტალია), ელისა ზეფერინო (ბრაზილია), მატილდა პრეაფიციო (იტალია) და ამელი დიონი (საფრანგეთი)

ქართველმა პარასპორტსმენმა, ნახევარფინალში ფრანგი მოწინააღდეგე ანგარიშით 15:7, ხოლო ფინალში იტალიელი პარამოფარიკავე სოფია ბრუნეტი ანგარიშით 15:4 დაამარცხა.

ნინო თიბილაშვილი უკვე მეორედ გახდა ახალგაზრდებში- U23 მსოფლიო ჩემპიონის ტიტულის მფლობელი.
Image
ნინო თიბილაშვილის დაჯილდოება