Image
Image
Image

ზაზა ფაჩულიამ "დეტროიტში" გადასვლა გამოაცხადა

image
  • 152
საქართველოს ნაკრების ყოფილმა ცენტრმა ზაზა ფაჩულიამ “ინსტაგრამში” საკუთარ გვერდზე გამოაცხადა, რომ “გოლდენ სტეიტიდან” “დეტროიტში” გადადის. “უორიორზის” რიგებში ქართველი კალათბურთელი 2016 წლიდან თამაშობდა.

“სიტყვებით ვერ აღვწერ, რამდენად მადლიერი ვარ იმ შესაძლებლობისა და გამოცდილების გამო, რომელიც ბოლო ორი წლის განმავლობაში მივიღე, – დაწერა ფაჩულიამ. – ეს ოქროს მომენტები სამუდამოდ მემახსოვრება მეც და ჩემს ოჯახსაც. მადლობა კლუბს და გულშემატკივრებს სიყვარულისთვის და მხარდაჭერისთვის.
Image
ამასთან, მოხარული ვარ, რომ “დეტროიტში” გადავდივარ დუეინ კეისისთან. მოუთმენლად ველოდები ახალ თანაგუნდელებთან შეხვედრას და ახალი სეზონის სტარტს”.

ზაზა ფაჩულია “გოლდენ სტეიტის” შემადგენლობაში NBA-ის ორგზის ჩემპიონი გახდა. ქართველმა “დეტროიტთან” ერთწლიანი კონტრაქტი გააფორმა.