Image
Image
Image

ცნობილია, ვინ იასპარეზებს ძიუდოში ევროპის თასზე საქართველოდან

image
  • 81
14-15 ივლისს ზაარბრიუკენში გასამართ ევროპის თასზე საქართველოს სახელით 6 ძიუდოისტი იასპარეზებს. ინფორმაციას ძიუდოს ფედერაცია ავრცელებს.

ექვსი სპორტსმენიდან სამი, ვაჟა მარგველაშვილი, ლაშა შავდათუაშვილი და ბექა ღვინიაშვილი მათთვის ახალ, ზედა წონაში მოსინჯავენ ძალებს.
Image
სპორტსმენთა შემადგენლობა ასეთია:

-60კგ - ლაშა ჩადუნელი;

-66კგ - თორნიკე ნაგლიაშვილი;

-73კგ - ვაჟა მარგველაშვილი;

-81კგ - ლაშა შავდათუაშვილი;

-90კგ - გიორგი პაპუნაშვილი;

-100კგ - ბექა ღვინიაშვილი.