Image
Image
Image

მსოფლიო ჩემპიონატის ფინალს არგენტინელი პიტანა უმსაჯებს

image
  • 133
უკანასკნელი ოთხი წლის მთავარ მატჩზე არბიტრად არგენტინული ჯგუფი დაინიშნა ნესტორ პიტანას ხელმძღვანელობით. მას დაეხმარებიან ერნან მაიდანი და ხუან ბელატი. სარეზერვო არბიტრად ჰოლანდიელი ერვინ ზეინსტრა შეირჩა. ინფორმაცია FIFA-ს ოფიციალურ ვებგვერდზე ვრცელდება.

პიტანა მსოფლიო ჩემპიონატის პირველ მატჩს მსაჯობდა, როცა რუსეთმა საუდის არაბეთი დაამარცხა (5:0), ასევე ჯგუფურ ეტაპზე მექსიკისა და შვედეთის ნაკრებების შეხვედრას (0:3), მერვედფინალში - ხორვატია-დანიას (1:1; პენლები - 3:2), მეოთხედფინალში კი - ურუგვაი-საფრანგეთს (0:2)
Image
14 ივლისს მესამე ადგილისთვის ბრძოლას, სადაც ერთმანეთს ინგლისის და ბელგიის ნაკრებები შეხვდებიან ირანელი არბიტრი ალირეზა ფაგანი უმსაჯებს, რომელიც მანამდე მსაჯობდა სამ მატჩზე, მათ შორის, ფლეი-ოფის გახსნაზე საფრანგეთი-არგენტინის შეხვედრას (4:3).

მსოფლიო ჩემპიონატის ფინალი მოსკოვში ლუჟნიკების სტადიონზე 15 ივლისს გაიმართება.

ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატმა რუსეთში სტარტი 14 ივნისს აიღო.

საფეხბურთო მატჩების განრიგს და ანგარიშების შესახებ ყველა სიახლეს შეგიძლიათ გაეცნოთ ერთ გვერდზე.