Image
Image
Image

FIFA-მ ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატის მონაწილეები დოპინგზე შეამოწმა

image
  • 154
დოპინგ-ტესტებმა, რომელიც FIFA-მ 2018 წლის ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატის ყველა მონაწილეს აუღო, უარყოფითი შედეგები აჩვენა. ამის შესახებ ინფორმაციას თავად ფედერაცია ავრცელებს.

FIFA-მ მონაწილეები მუნდიალის დაწყებამდე და ასევე მისი მიმდინარეობის დროს შეამოწმა. ეს კი ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატის ისტორიაში ყველაზე მასშტაბური აღმოჩნდა.

FIFA-მ დაახლოებით 1500 ფეხბურთელი შეამოწმა, მათ შორის ისინიც, რომლებიც შესაძლოა ტურნირის მონაწილეები განხდარიყვნენ.
Image
ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატმა რუსეთში სტარტი 14 ივნისს აიღო. მუნდიალის ფინალი 15 ივლისს მოსკოვში გაიმართება. გადამწყვეტ მატჩში ერთმანეთს ხორვატია და საფრანგეთი დაუპირისპირდებიან.

საფეხბურთო მატჩების განრიგს და ანგარიშების შესახებ ყველა სიახლეს შეგიძლიათ გაეცნოთ ერთ გვერდზე.