Image
Image
Image

ქართულმა კლუბებმა ევროპა ლიგაზე პირველი მატჩები ფრედ ითამაშეს

image
  • 115
ორმა ქართულმა კლუბმა „ევროპა ლიგის“ პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის პირველი მატჩები ფრედ ითამაშა. საჩხერის „ჩიხურამ" „ბეითარს" ლოკომოტივის სტადიონზე უმასპინძლა და მატჩი უგოლოდ, ფრედ 0:0 დასრულდა. ამ გუნდებს შორის ყველაფერი განმეორებით შეხვედრაში გადაწყდება. „ჩიხურა“ საპასუხო შეხვედრას სტუმრად 19 ივლისს გამართავს.
Image
„ევროპა ლიგის“ პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე თბილისის „დინამომ“ კი სტუმრად სლოვაკეთის „დუნაისკა შტრედასთან“ შეხვედრა ფრედ 1:1 დაასრულა. ანგარიში მე-15 წუთზე ბუდუ ზივზივაძემ ოთარ კიტეიშვილის გადაცემის შემდეგ გახსნა. საპასუხო ბურთი კი მასპინძელთა ფეხბურთელმა ბაიომ 30-ე წუთზე გაიტანა.
შეხვედრის ბოლოს „დინამოს“ გამარჯვება შეეძლო, მაგრამ მათე ვაწაძემ რეალური საგოლე მომენტი ვერ გამოიყენა. ამ გუნდებს შორის საპასუხო შეხვედრა 19 ივლისს, თბილისში, „დინამო არენაზე“ გაიმართება.