Image
Image
Image

ჰოვარდი ვაშინგტონში ითამაშებს

image
  • 131
„ვაშინგტონ უიზარდსმა” ოფიციალურად გამოაცხადა, რომ ხელშეკრულება გააფორმა ვეტერან ცენტრთან, დუაიტ ჰოვარდთან. აქამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ მხარეებმა ორწლიან და 11-მილიონიან კონტრაქტზე მოილაპარაკეს.

„მთელი კარიერის განმავლობაში, დუაიტი ერთ-ერთი საუკეთესო მცველია, უძლიერესია მოხსნებში და შეუდარებელი – სამწამიანში. სწორედ ამ კომპონენტებში უნდა მოვუმატოთ მომავალ სეზონში. მისი ძალა და ათლეტიზმი შეცვლის ჩვენს თამაშს და დაგვეხმარება მოედნის ორივე მხარეს”, – განაცხადა “ვაშინგტონის” პრეზიდენტმა ერნი გრიუნფელდმა.
Image
გასული სეზონი ჰოვარდმა “შარლოტში” გაატარა, სადაც საშუალოდ 16.6 ქულას, 12.5 მოხსნასა და 1.6 დაფარებას აგროვებდა.

ჰოვარდი სამჯერ იყო დასახელებული სეზონის საუკეთესო დამცველად.