Image
Image
Image

მსოფლიო თასის პირველ შეხვედრაში რუსეთმა საუდის არაბეთს 5:0 მოუგო

image
  • 176
მსოფლიო ჩემპიონატის პირველი შეხვედრა მოსკოვში, „ლუჟნიკი სთედიუმზე“ გაიმართა. მატჩში ერთმანეთს რუსეთი და საუდის არაბეთი დაუპირისპირდნენ. დაპირისპირება მასპინძელთა უპირატესობით დაიწყო, თამაშის პირველი გოლი მე-12 წუთზე იური გაზინსკიმ გაიტანა. 24-ე წუთზე ალან ძაგოევმა ტრავმა მიიღო და მის ნაცვლად მოედანზე დენის ჩერიშევი გამოვიდა. 43-ე წუთზე ანგარიშში სხვაობა ორ ბურთამდე სწორედ მან გაზარდა. მატჩის სცენარი არც მეორე ტაიმში შეცვლილა, რუსები მეტოქის ნახევარზე პრესინგს მიმართავდნენ და საუდის არაბეთს მასპინძლების ნახევარზე გადასვლა უჭირდა.
Image
თამაშის მესამე გოლი 73-ე წუთზე შეცვლაზე შემოსულმა არტიომ დზიუბამ გაიტანა. ანგარიში 90-ე წუთამდე აღარ შეცვლილა, თუმცა მსაჯის მიერ დამატებულ 3 წუთში რუსებმა კიდევ ორი გოლის გატანა მოასწრეს (ჩერიშევი 90+1′, გოლოვინი 90+3′) და გამანადგურებელი ანგარიშით – 5:0 მოიგეს. ტურნირის მომდევნო შეხვედრას რუსეთი 19 ივნისს, 22:00 საათზე, ეგვიპტის წინააღგმდეგ გამართავს.