Image
Image
Image

ალექსანდრე ჩეფერინი: მონაწილეთა რაოდენობის გაზრდა 2022-ის მსოფლიოს ჩემპიონატს პრობლემებს შეუქმნის

image
  • 129
FIFA- ს გადაწყვეტილებით, შესაძლოა, 2022 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე 48 გუნდმა ითამაშოს. უეფა-ს პრეზიდენტი ალექსანდრე ჩეფერინი ტელეკომპანია RT- თან ინტერვიუში ამ პროექტს ღიად დაუპირისპირდა.

“ეს საკითხი ჯერ გადაწყვეტილი არაა და ფიფას საბჭოს დონეზე განიხილება. ჩემთვის მთავარი პრობლემა ისაა, რომ ინფორმაციის მხოლოდ მედიისგან ვიღებთ. ფიფასა და ყატარის მსოფლიო ჩემპიონატის საორგანიზაციო კომიტეტს ჯერ კიდევ არ შეუძლია დარწმუნებული იყოს , რომ ეს ცვლილებები რაიმე სასიკეთოს მოიტანს” – ამბობს ჩეფერინი.
Image
უეფას პერზიდენტმა დააკონკრეტა, უარყოფითი პოზიცია რატომ გააჩნია: “ჩემი აზრით, ჩემპიონატის გრაფიკში სერიოზული პრობლემები შეიძლება წარმოიშვას. ტურნირი ნოემბერ-დეკემბერში გაიმართება, როდესაც ეროვნული ჩემპიონატების თამაშები მიმდინარეობს. მეორე – გუნდების რაოდენობის ზრდის გამო, მსოფლიოზე მატჩების რაოდენობა გაიზრდება. ჩვენი ექსპერტების აზრით, ასეთი რაოდენობის გამო, შეიძლება დღეში ექვსი შეხვედრა გაიმართოს. ჩემი აზრით, დღეში 12 საათი ფეხბურთი ძალიან ბევრია” – განაცხადა ჩეფრინიმ.