Image
Image
Image

კერბერმა სერენა უილიამსი დაამარცხა და უიმბლდონის ჩემპიონი გახდა

image
  • 80
უიმბლდონის ქალთა ტურნირის ჩემპიონი გერმანელი ანჟელიკ კერბერი გახდა. მსოფლიოს მე-10 ჩოგანმა სულ რაღაც საათსა და 7 წუთში ძალიან იოლად დაამარცხა ლეგენდარული ამერიკელი სერენა უილიამსი – 6:3, 6:3.

„დიდი სლემის“ ტურნირების 23-გზის ჩემპიონი პრაქტიკულად უშანსოდ იყო ფინალში. უილიამსმა ერთადერთი ბრეიკი პირველი სეტის მეოთხე გეიმში შეასრულა და ანგარიში გაათანაბრა. ამის შემდეგ, ამერიკელს ერთი ბრეიკ-პოინტიც აღარ ჰქონია, კერბერმა კი კიდევ სამჯერ აიღო მეტოქის მოწოდება.
Image
კერბერი პირველი გერმანელია შტეფი გრაფის შემდეგ, ვინც უიმბლდონის მოგება შეძლო. სულ გერმანელს კარიერაში „დიდი სლემის“ სამი ტურნირი აქვს მოგებული. კერბერი მეორედ თამაშობდა უიმბლდონის ფინალში – 2016 წელს, გადამწყვეტი მატჩი სწორედ სერენა უილიამსთან დათმო. იმავე წელს, ანჟელიკმა ავსტრალიისა და აშშ-ის ღია პირველობა მოიგო და ორივეჯერ ფინალში სერენა დაამარცხა.

ამ მოგებით, კერბერი WTA-ის რეიტინგს TOP4-ში შევა – პირველად 2017 წლის აგვისტოს შემდეგ.