Image
Image
Image

დიდი მატჩი - რეპორტაჟი ლუჟნიკის სტადიონიდან

image
  • 238
პირველი არხის ჟურნალისტი გიორგი ზურაბიშვილი მოსკოვში FIFA World Cup -ის ფინალზე, პირდაპირ რეპორტაჟს წაიყვანს მაისურით: საქართველოს 20% ოკუპირებულია!

შიგ ლუჟნიკებზე
დღეს კიდევ ერთი ოცნება ამიხდება. მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალი სტადიონიდან უნდა წავიყვანო. ამაზე მთელი ბავშობა ვოცნებობდი და ძალიან მადლიერი ვარ რომ ასეთი შესაძლებლობა მეძლევა. გაუღიმეთ სამყაროს და ისიც გაგიღემებთ თქვენ!

ყველაფერთან ერთად ჩემი საყვარელი გუნდი თამაშობს ფინალში და ოცნება სრულყოფილად რომ ახდეს, იმედია ფრანგები აწევენ თასს!  ერთი ის არის, ჩვენი ქვეყნის ოკუპანტ ქვეყანაში იმართება ჩემპიონატი. ფინალიც
მოსკოვშია და ეს დიდად სასიამოვნო არ არის, მაგრამ რას
ვიზამთ.
ანა ბოჭოიძის ძალიან კარგი დიზაინი დავპრინტე
მაისურზე, ჩავიცვი და ასე ვაფიქსირებ ჩემ სამოქალაქო პოზიციას. Live with love and represent the real!
Image
მსოფლიოს მთავარი საფეხბურთო მატჩის დაწყებამდე 4 საათზე ნაკლები რჩება. გამარჯვებული ნაკრების ვინაობა დღეს ლუჟნიკის სტადიონზე გაირკვევა.

ერთმანეთს ხორვატიისა და საფრანგეთის გუნდები დაუპირისპირდებიან. მატჩის პირდაპირ ტრანსლაციას 19 საათიდან პირველი არხი შემოგთავაზებთ.

მოსკოვში იმყოფება პირველი არხის გადამღები ჯგუფი, რომელიც ფინალურ მატჩს და მასთან დაკავშირებულ მოვლენებს ადგილზე აშუქებს.