Image
Image
Image

ლუკა ზარანდია „არკას" პოლონეთის სუპერთასის მოპოვებაში გოლით დაეხმარა

image
  • 79
პოლონეთში სეზონი სუპერთასის მატჩით გაიხსნა. თასის ფინალისტი “არკა” მოქმედ ჩემპიონსა და თასის მფლობელს, ვარშავის “ლეგიას” შეხვდა და 3:2 დაამარცხა.

გამარჯვებაში დიდი როლი ითამაშა ლუკა ზარანდიამ. ქართველმა ფეხბურთელმა მე-20 წუთზე ანგარიში ეფექტური გოლით გაათანაბრა. ლუკა ძირითად შემადგენლობაში იყო და 88-ე წუთამდე ითამაშა.
Image
“ლეგია” პირველი ტაიმის შემდეგ 2:1-ს იგებდა, მაგრამ ზარანდიას გუნდმა ბოლომდე იბრძოლა, 3:2 მოიგო და საბოლოოდ, სუპერთასს დაეუფლა.

“არკა” 2017 წელს პოლონეთის თასის მფლობელი გახდა და მაშინ ფინალში გადამწყვეტი გოლი ზარანდიამ გაიტანა.