Image
Image
Image

16 ივნისს ბორჯღალოსნები ფიჯის დაუპირისპირდებიან

image
  • 147
შაბათს, 16 ივნისს, თბილისის დროით 7:30 საათზე, "ბორჯღალოსნები" 2018 წლის "წყნარი ოკეანის თასის“ მეორე შეხვედრას გამართავენ და მასპინძელ ფიჯის შეხვდებიან. სუვაში მიმდინარე ორრაუნდიანი ტურნირის პირველ სათამაშო დღეს ქართველმა მორაგბეებმა ტონგა 16:15 დაამარცხეს, ხოლო ფიჯიმ სამოას 50 წუთში 4 ლელო გაუტანა და 24:3 დაწინაურდა, თუმცა დასკვნით 20 წუთში სამი ლელო გაუშვა. მიუხედავად ამისა, „ფიჯელებმა“ 24:22 მოიგეს, 4 ლელოს გატანისთვის ბონუსიც აიღეს და ტურნირს 5 ქულით ლიდერობენ.
Image
"ბორჯღალოსნები" 4 ქულით მეორეზე არიან, ხოლო ტონგას და სამოას თითო-თითო ქულა აქვთ. წელს „წყნარი ოკეანის თასის“ გამარჯვებული ორი ტურის შედეგად ირკვევა და საქართველო-ფიჯის შეხვედრამდე, დილის 5 საათზე ტონგა-სამოას ეთამაშება. ბორჯღალოსნები ფიჯის მესამედ ეთამაშებიან და გუნდებს თითო-თითო მოგება აქვთ. პირველი შეხვედრა 2012 წლის ნოემბერში მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე გაიმართა და გამარჯვება მეტოქეს დარჩა - 24:19. 2016 წელს, წყნარი ოკეანის პირველი ტურნეს დროს, მილტონ ჰეიგის შეგირდებმა მეტოქესთან სრულფასოვანი რევანში აიღეს და ფიჯის "სუვაში" 14:3-ით დაამარცხეს. ტონგასთან მოგებული მატჩის შემდეგ, მილტონ ჰეიგმა 23-კაციან განაცხადში რამდენიმე ცვლილება შეიტანა და მომავალი მატჩისთვის უძლიერესი შემადგენლობა შეარჩია.