Image
Image
Image

Pussy Riot-ის საპროტესტო ​პერფორმანსი მსოფლიო ჩემპიონატის ფინალზე [ფოტო]

image
  • 87
ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატის ფინალური მატჩის მსვლელობა დაახლოებით ერთი წუთით Pussy Riot-ის პროტესტის გამო შეჩერდა. საფრანგეთსა და ხორვატიას შორის გამართული თამაშის მეორე ტაიმზე ქალთა პანკროკჯგუფის წევრები სტადიონზე შეიჭრნენ.

სამ ქალს და ერთ მამაკაცს პოლიციის ფორმები ეცვათ. მათ მინდორზე დაახლოებით 50 მეტრის სიღრმეში სხვადასხვა მიმართულებით სირბილი დაიწყეს, თუმცა სტადიონიდან წესრიგის დამცველებმა აქტივისტები მალევე გაიყვანეს. ამჟამად ქალთა პანკროკჯგუფის წევრები პოლიციის განყოფილებაში იმყოფებიან.

Reuters-მა დაკავებულებიდან ერთთან გასაუბრება მოახერხა. ოლგა კურაჩიოვამ საინფორმაციო სააგენტოს სატელეფონო საუბრის დროს განუცხადა, რომ ამჟამად პოლიციის განყოფილებაში იმყოფებიან. თუმცა, სხვა დეტალებზე არ უსაუბრია, რადგან, როგორც აქტივისტმა აღნიშნა, პოლიცია მისთვის ტელეფონის ჩამორთმევას ცდილობდა.
Image
მოგვიანებით Facebook-ის პირად გვერდზე ოფიციალური განცხადება გაავრცელა ქალთა პანკროკჯგუფმა. Pussy Riot-ის წარმომადგენლებით თქმით, ისინი საფეხბურთო მატჩის ჩაშლას რუსეთში ადამიანთა უფლებების დარღვევის ფაქტებზე ყურადღების გამახვილების მიზნით ცდილობდნენ.

სკანდალური Pussy Riot-ი უკვე რამდენიმე წელია კრემლისა და ვლადიმერ პუტინის წინააღმდეგ ილაშქრებს. პანკროკჯგუფი პირველად საერთაშორისო ყურადღების ცენტრში 2012 წელს მოექცა, როდესაც რუსეთის მთავრობის პოლიტიკის წინააღმდეგ პროტესტი ეკლესიაში გამართა. მას შემდეგ Pussy Riot-ი კრემლის წინააღმდეგ ბრძოლის სიმბოლოა.