Image
Image
Image

ბასილაშვილი ახალ რეიტინგში რვა საფეხურით დაქვეითდა

image
  • 73
უიმბლდონის დასრულების შემდეგ, პროფესიონალ ჩოგბურთელთა ასოციაციამ (ATP) განახლებული რეიტინგი გამოაქვეყნა, რომელშიც ნიკოლოზ ბასილაშვილს სერიოზული ვარდნა ჰქონდა. ქართველი ჩოგბურთელი რვა საფეხურით ჩამოქვეითდა, TOP80-დან გავარდა და ახლა, მსოფლიოს 82-ე ჩოგანია.

შეგახსენებთ, ბასილაშვილი უიმბლდონის ძირითად ბადეში მოხვდა, მაგრამ პირველ წრეში, სამ სეტში ფრანგ ჟილ სიმონთან დამარცხდა .

რაც შეეხება რეიტინგის TOP ათეულს, აქ პირველობა შეინარჩუნა რაფაელ ნადალმა. იმის გამო, რომ როჯერ ფედერერმა ვერ შეძლო შარშან მოპოვებული ტიტულის დაცვა და მეოთხედფინალიდან გამოვარდა, ხოლო ნადალმა ნახევარფინალამდე გააღწია, ახლა, ესპანელის უპირატესობა შვეიცარიელთან 2000 ქულას აჭარბებს.

უიმბლდონის ფინალისტი კევინ ანდერსონი კარიერაში პირველად შევიდა ტოპ-ხუთეულში, ხოლო ჩემპიონი ნოვაკ ჯოკოვიჩი TOP10-ში დაბრუნდა.
Image
ATP. TOP10

1(1). რაფაელ ნადალი (ესპ) – 9 310
2(2). როჯერ ფედერერი (შვეიც) – 7 080
3(3). ალესანდრ ზვერევი (გერ) – 5 665
4(4). ხ-მ. დელ პოტრო (არგ) – 5 395
5(8). კევინ ანდერსონი (ს. აფრ) – 4 655
6(6). გრიგორ დიმიტროვი (ბულ) – 4 610
7(5). მარინ ჩილიჩი (ხორ) – 3 905
9(7). დომინიკ ტიმი (ავსტრია) – 3 665
10(21). ნოვაკ ჯოკოვიჩი (სერ) – 3 355