Image
Image
Image

პორტუგალია-ესპანეთი: მატჩის ანონსი

image
  • 1 778
15 ივნისი. სოჭი. სტადიონი “ფიშტი”. დასაწყისი – 22:00
მსაჯი: ჯანლუკა როკი (იტალია)

მეორე სათამაშო დღე ორი ევროპული გრანდის დაპირისპირებით დასრულდება, რომლებიც ფავორიტებს შორის მოიაზრებიან.

პორტუგალია მსოფლიოს ჩემპიონატს ევროპის მოქმედი ჩემპიონის რანგში შეხვდა, მის ლიდერს კრიშტიანუ რონალდუს კი მორიგ ტურნირზე წარმატების დიდი იმედი აქვს.

მაგრამ, ესპანეთი ქაღალდზე ძალიან ძლიერ გუნდად ჩანს. ხულენ ლოპეტეგიმ შეძლო ნაკრების გაახალგაზრდავება და ახლა, გუნდი გამოცდილებისა და ახალგაზრდობის მძლავრი ნაზავია. ჯერჯერობით უცნობია, როგორ იმოქმედებს მოთამაშეებზე ლოპეტეგის მოხსნა ჩემპიონატის სტარტამდე ერთი დღით ადრე. მაგრამ, თუ ფერნანდო იერო სწრაფად იპოვნის მოთამაშეებთან საერთო ენას და მხოლოდ გაამდიდრებს ლოპეტეგის შექმნილს, მაშინ ესპანეთი იქნება ტურნირის მთავარ ფავორიტებს შორის.

ურთიერთშეხვედრები

ესპანეთი და პორტუგალია კარგად იცნობენ ერთმანეთს – მათ 35 მატჩი აქვთ ჩატარებული – 16 მოიგო ესპანეთმა და 6 – პორტუგალიამ. თუმცა, ბოლო 15 წელიწადში მხოლოდ სამი შეხვედრა ჰქონდათ: 2010 წლის ჩემპიონატზე ესპანეთმა მინიმალურად მოუგო მერვედფინალში პორტუგალიას, შემდეგ პორტუგალიელებმა ამხანაგურ მატჩში გაანადგურეს – 4:0, მაგრამ ევრო 2012-ის ნახევარფინალში ესპანელები ისევ უფრო ძლიერები იყვნენ – მეტოქე პენალტების სერიაში გაიარეს.

საინტერესო ფაქტები

– პორტუგალიის ნაკრების კაპიტანს კრიშტიანუ რონალდუს არასოდეს გაუტანია ესპანეთისთვის.
– რონალდუ ყველაზე მეტს ურტყამდა შესარჩევში (66 დარტყმა 9 მატჩში). ის ლიდერი იყო “გოლი+პასი” სისტემით (18) და საგოლე შეტევებში მონაწილეობით (24).
– ესპანეთი ერთადერთი გუნდია ევროპაში, რომელიც თამაშში 800-ზე მეტ პასს ასრულებს. პასების სიზუსტეც საუკეთესოა ევროპაში – 91%.
– პორტუგალია ევროპაში ყველაზე ეფექტურია ქვედა სართულზე ბრძოლის მხრივ (57% წარმატებით).
– პორტუგალიელები ევროპაში ყველაზე ხშირად იყენებდნენ ჩაწოდებებს (26 მატჩში).
Image


რა თქვეს მწვრთნელებმა

ფერნანდუ სანტუში (პორტუგალია):

“ჩვენ მზად ვართ. ჩემი გუნდი დარწმუნებულია საკუთარ თავში. ესპანელები ერთი სტილით თამაშობენ ბოლო 10 წლის განმავლობაში. მე არ ველოდები სიუპრიზებს”.

ფერნანდო იერო (ესპანეთი):

“პატივი უნდა ვცეთ ევროპის ჩემპიონს, მაგრამ მე მჯერა ჩემი ფეხბურთელების და იმ იდეების, რომლითაც მუშაობდნენ ბოლო ორი წელი”.

სავარაუდო შემადგენლობები

პორტუგალია (4-4-2): რუი პატრისიო – რაფაელ გერეირო, ჟოზე ფონტე, პეპე, სედრიკ სოარეში – ჟოაო მარიო, ჟოაო მოუტინიო, ვილიამ კარვალიო, ბერნარდო სილვა – კრიშტიანუ რონალდუ, გონსალო გედეში.
ესპანეთი (4-2-3-1): დე ხეა – ჟორდი ალბა, სერხიო რამოსი, პიკე, ნაჩო – ბუსკეტსი, ტიაგო ალკანტარა – ინიესტა, ისკო, დავიდ სილვა – დიეგო კოშტა.

ბუკმეიკერთა პროგნოზი

ბუკმეიკერთა პროგნოზებით, მატჩის ფავორიტია ესპანეთი. მის მოგებაზე ფსონია – 1.9 პორტუგალიის მოგებაზე – 2.2. ფრე ფასდება კოეფიციენტით – 3.3.