Image
Image
Image

მსოფლიო ჩემპიონატის დროს, მოსკოვში ტურისტებმა მილიარდნახევარი დოლარი დახარჯეს

image
  • 90
მოსკოვის მერიის ინფორმაციით, ქალაქში მსოფლიოს ჩემპიონატის ორგანიზებისთვის გაწეული თანხები სრულად ანაზღაურდება.

როგორც ირკვევა, ტურნირის დროს, რუსეთის დედაქალაქმა 3.8 მილიონ ტურისტს უმასპინძლა.

სტუმრებმა ჯამში 96.6 მილიარდი მანეთი დახარჯეს, რაც მილიარდნახევარ დოლარს აღემატება.
Image
„ქალაქი სპეციალურად არ ემზადებოდა მსოფლიო ჩემპიონატისთვის. გამონაკლისია მხოლოდ „ლუჟნიკების“ სტადიონი, რომელსაც ფიფა-ს სტანდარტების მიხედვით ჩაუტარდა რეკონსტრუქცია. ეს იყო 25 მილიარდი მანეთის ღირებულების სამუშაოები“, – წერია მოსკოვის მერიის განცხადებაში.