Image
Image
Image

ბასილაშვილი ხორვატულ ტურნირს გამოეთიშა

image
  • 84
ქართველი ჩოგბურთელი ნიკოლოზ ბასილაშვილი ხორვატიის ქალაქ უმაგის ტურნირს პირველივე წრიდან გამოეთიშა. მისი მეტოქე მსოფლიოს 66-ე ჩოგანი, სერბი დუშან ლაიოვიჩი იყო, რომელთანაც ბასილაშვილს დადებითი ბალანსი ჰქონდა – სამი მატჩი და სამი მოგება. აქედან ერთი წელს, 26 ივნისს, ანტალიის ბალახის ტურნირზე.

ამჯერად, სერბმა ჩოგბურთელმა შეძლო რევანშის აღება. პირველ სეტში სწორედ მან გააკეთა პირველი ბრეიკი, მაგრამ ბასილაშვილმა მომდევნო გეიმში უპასუხა მეტოქეს. 5:5-ზე, ქართველს ერთი დაფარული სეტბოლი ჰქონდა, რომელიც ვერ გამოიყენა და შემდეგ, საკუთარი მოწოდება დათმო, რაც სეტის წაგებად დაუჯდა.
Image
მეორე სეტში კი ბრძოლა საწყის ოთხ გეიმში იყო, რის შემდეგაც, ლაიოვიჩმა ზედიზედ ოთხი გეიმი აიღო და საათსა და 18 წუთში გაიფორმა მეორე წრის საგზური – 7:5, 6:2.

შეგახსენებთ, რომ ATP-ის ახალ რეიტინგში, რომელიც ორშაბათს გამოქვეყნდა, ბასილაშვილმა რვა საფეხურით დაიხია უკან და 82-ე ადგილზეა.