Image
Image
Image

რობერტ კობლიაშვილი მსოფლიო რეიტინგის ლიდერია

image
  • 185
ჭიდაობის მსოფლიო გაერთიანების (UWW) მიმდინარე რეიტინგში ევროპის მოქმედი ჩემპიონი, საქართველოს ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრების წევრი რობერტ კობლიაშვილი 33 ქულით პირველ ადგილს იკავებს. 2018 წლიდან UWW-მ რეიტინგ ლისტში ქულების დარიცხვის ახალი სისტემა შემოიღო. კონტინენტური და მსოფლიოს ჩემპიონატების გარდა, ქულები სპორტსმენებს კიდევ 4 სარეიტინგო ტურნირზე მიენიჭებათ, ერთ-ერთი მათგანი 3-5 ივლისს, თბილისში გასამართა ბალვაძე-კარტოზიას საერთაშორისო გრან-პრის გათამაშება იქნება, სადაც თავისუფალი სტილით მოჭიდავეებს შეეძლებათ რეიტინგში ქულების გაუმჯობესება. რეიტინგის მთავარი პრინციპი კონტინენტურ და მსოფლიოს ჩემპიონატებზე, ასევე ოლიმპიური თამაშებზე ათლეტების განთესვა გახლავთ. პირველად განთესვის სისტემა 2018 წელს ბუდაპეშტში გასამართ მსოფლიოს ჩემპიონატზე იქნება გამოყენებული. კობლიაშვილმა ევროპირველობაზე 87 კგ, კატეგორიის ფინალში რუსეთის წარმომადგენელი ბეკხან ოზდოევი დაამარცხა და პირველად ჩაუდგა მსოფლიოს რეიტინგს სათავეში. მის გარდა, რეიტინგში კიდევ 15 ქართველი ფალავანი შევიდა. ევროპის ჩემპიონატის ბრინჯაოს პრიზიორები ნუგზარ წურწუმია (55 კგ.) 16 ქულით - მე-11, დავით ჩხარტიშვილი (60 კგ.) 23 ქულით - მეექვსე, იური ლომაძე (72 კგ.) 29 ქულით - მეხუთე და იაკობ ქაჯაია (130 კგ.) 23 ქულით მერვე ადგილზე იმყოფებიან. ლევან ქავჟარაძე (63 კგ.) 18 ქულით - მეათე, ევროპის ვიცე-ჩემპიონი შმაგი ბოლქვაძე (67 კგ.) 30 ქულით - მეოთხე, თორნიკე ძამაშვილი (77 კგ.) 28 ქულით - მერვე და ევროპის 2-გზის ჩემპიონი ზურაბ დათუნაშვილი (82 კგ) 19 ქულით მე-11 ადგილებს იკავებენ.
Image
თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრებიდან ნაკრებიდან რეიტინგში 7 ფალავანი შევიდა. ევროპის ვიცე-ჩემპიონები ბექა ლომთაძე (61 კგ.) 22 ქულით - მეოთხე და გენო პეტრიაშვილი (125 კგ.) 21 ქულით მეშვიდე ადგილზე არიან, ევროპის ჩემპიონატის ბრინჯაოს პრიზიორები ლადო ხინჩეგაშვილი (65 კგ.) 25 ქულით - მეხუთე, ზურაბ იაკობიშვილი (70 კგ.) 23 ქულით - მეშვიდე, სანდრო ამინაშვილი (86 კგ.) 26 ქულით - მეშვიდე და ელიზბარ ოდიკაძე (97 კგ.) 21 ქულით მეცხრე ადგილს იკავებენ. ირაკლი მწითური (92 კგ.) 20 ქულით მერვე პოზოციაზეა. ვთქვათ ისიც, რომ სარეიტინგო ტურნირის გამარჯვებული 8 ქულას მიიღებს, მეორე ადგილზე გასული - 6-ს, მესამე - 4, ხოლო მეხუთე ადგილზე გასული - 2 ქულას. ამ მაჩვენებელს (გამარჯვებულის ქულას) ემატება წონით კატეგორიაში მონაწილეთა რაოდენობა, მაგალითად თუ თბილისის გრან-პრიზე 70 კგ. კატეგორიაში 40-მა მონაწილემ მოიყარა თავი, გამარჯვებული მიიღებს 8+40 = 48 ქულას. ევროპის ჩემპიონი 12 ქულას, ვერცხლის პრიზიორი - 10 ქულას, მესამე ადგილოსანი - 8 ქულას, მე-5 ადგილოსანი - 6 ქულას, მე-7 ადგილი - 4 და მე-8 ადგილოსანი 2 ქულას მიიღებენ. მსოფლიოს და ოლიმპიური ჩემპიონები გამარჯვებისთვის 25 ქულას მიიღებენ, ვიცე-ჩემპიონები - 20 ქულას, ბრინჯაოს მედალოსნები - 15 ქულას, მე-5 ადგილი - 10 ქულა, მე-7 ადგილი - 8 ქულა, მე-8 ადგილი - 6 ქულა, მე-9 ადგილი - 4 ქულა, მე-10 ადგილი - 2 ქულა. სარეიტინგო ტურნირების სიაში შევიდნენ: თავისუფალი ჭიდაობა: გრან-პრი "ივან იარიგინი" (კრასნოიარსკი, რუსეთი) გრან-პრი "ვახტანგ ბალავაძე" (თბილისი, საქართველო) სამხრეთ აფრიკის გრან-პრი გრან-პრი "ალექსანდრ მედვედი" (ბელარუსი, მინსკი) ბერძნულ-რომაული: ტახტის თასი (ირანი) გრანმა - "სიერა პელადო" (კუბა, ჰავანა) უნგრეთის გრან-პრი (დიორი, უნგრეთი) ვები-ემრეს მემორიალი (სტამბული, თურქეთი)