Image
Image
Image

სიმეონეს „ინტერის“ მწვრთნელობა სურს

image
  • 720
მადრიდის „ატლეტიკოს“ მთავარ მწვრთნელ დიეგო სიმეონეს მილანის „ინტერის“ მწვრთნელობა სურს. როგორც 48 წლის არგენტინელის და და აგენტი ნატალია სიმეონე ამბობს, დიეგოს დანიშვნა იტალიურ გუნდში, „მხოლოდ დროის საკითხია“.
Image
„გარდა ამისა, ასევე მინდა ვთქვა, რომ ჩემს ძმას ძალიან უყვარს „ლაციო“, – განაცხადა ნატალია სიმეონემ „გაძეტა დელლო სპორტთან“ (Gazzetta dello Sport) ინტერვიუში. სიმეონე 2011 წლიდან უდგას სათავეში „ატლეტიკოს“. მისი ხელმძღვანელობით გუნდი ესპანეთის ჩემპიონი გახდა და ევროპის ლიგა მოიგო.