Image
Image
Image

ლებრონ ჯეიმსი ისევ ყველაზე მაღალანაზღაურებადი კალათბურთელია

image
  • 83
„ლოს ანჯელეს ლეიკერსის“ ფორვარდი ლებრონ ჯეიმსი ზედიზედ მეხუთედ გამოცხადდა ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის (NBA) ყველაზე მაღალანაზღაურებად კალათბურთელად. მისმა წლიურმა შემოსავალმა 88.7 მილიონ დოლარს მიაღწია და აქედან 53 მილიონი მოდის მოედნის მიღმა გამომუშავებულ თანხაზე. ეს ინფორმაცია ავტორიტეტულ გამოცემა „ფორბსს“ (Forbes) ეკუთვნის.

„გოლდენ სტეიტის“ ვარსკვლავებს – სტივენ კარისა (79.5 მილიონი) და კევინ დურანტს (65 მილიონი) ეკუთვნით. საუკეთესო ხუთეულში შედიან „ოკლაჰომას“ გამთამაშებელი რასელ უესტბრუკი (53.7 მილიონი) და “ჰიუსტონის” მცველი ჯეიმს ჰარდენი (47.4 მილიონი).
Image
ასოციაციის 10 საუკეთესო მოთამაშე 2019 წელს მიიღებს დაახლოებით 540 მილიონ დოლარს. Forbes-ის მონაცემებით, ეს 180 მილიონ დოლარზე მეტია, ვიდრე ხუთი წლის წინ.

ლიგის ყველაზე მაღალანაზღაურებადი ევროპელი კალათბურთელია „მილუოკის“ ფორვარდი იანის ანტენტოკუნმპო. ის ერთადერთი ევროპელია „ფორბსის“ მიერ შედგენილ საუკეთესო ათეულში – ბერძენი მეშვიდე ადგილზეა 43.2 მილიონით.