Image
Image
Image

ფიჯიმ საქართველო დაამარცხა - 37:15

image
  • 162
წყნარი ოკეანის თასის მეორე შეხვედრაში „ბორჯღალოსნები“ ფიჯის დაუპირისპირდნენ და მატჩი დიდი ანგარიშით – 37:15 დათმეს. თამაში ფიჯელთა უპირატესობით დაიწყო – მე-14 და მე-17 წუთებზე სენილოლიმ დუბლი გაიფორმა და ფიჯი 7 ქულით დააწინაურა 10:3. ქართველი მორაგბეები თამაშში 23-ე წუთზე მოლით დადებული ლელოთი დაბრუნდნენ – 10:10. პირველი ტაიმის მიწურულს „ბორჯღალოსნებმა“ შესანიშნავი შეტევა შემოგვთავაზეს. ხმალაძემ ხაზი გაჭრა და ფრთაზე თოდუა მონახა, რომელმაც საქართველოს მორიგი ხუთი ქულა მოუტანა. პირველი ტაიმის ანგარიში – ფიჯი 10:15 საქართველო.
Image
მეორე ტაიმის განსხვავებული სცენარით წარიმართა – მასპინძლებმა მოულოდნელად საქართველო შერკინებაშიც დაჩაგრეს და თამაშის სადავეები ხელთ იგდეს. „ბორჯღალოსნებმა“ დასკვნით 40 წუთში ქულის მოპოვება ვერ მოახერხეს, ხოლო ფიჯიმ კი 4 ლელო (ვატუბუა 49′, ლომანი 62′, ლომანი 78′, რადრადრა 80′) დადო და 37:15 იმარჯვა. საქართველოს ნაკრები მომდევნო შეხვედრას 23 ივნისს გამართავს. „ბორჯღალოსნების“ მეტოქე იაპონია იქნება.