Image
Image
Image

საფრანგეთი 2:1 ავსტრალია

image
  • 701
მსოფლიოს მიმდინარე საფეხბურთო ჩემპიონატის მესამე დღის პირველი მატჩი ქალაქ ყაზანში გაიმართა, სადაც ერთმანეთს საფრანგეთისა და ავსტრალიის ნაკრებები დაუპირისპირდნენ. თამაში, როგორც მოსალოდნელი იყო, ფრანგების დომინირებით დაიწყო, ავსტრალიელებმა კი ტაქტიკა კონტრშეტევებზე ააგეს და პირველი რეალური მომენტის შექმნაც შეძლეს:

მე-17 წუთზე, ჯარიმის ჩაწოდების შემდეგ, ბურთი ფრანგ მცველს მოხვდა და პირდაპირ უგო ლორისის კარის კუთხეში წავიდა, თუმცა ფრანგმა გოლკიპერმა საჭირო რეაქცია გამოავლინა და საკუთარი გუნდი იხსნა. ამის შემდეგ, პირველი ტაიმის დასრულებამდე, გუნდებმა რამდენიმე მეტ-ნაკლებად საინტერესო მომენტი შექმნეს და შესვენებაზე უგოლოდ გავიდნენ. მეორე ტაიმში სურათი არ შეცვლილა: ფრანგები ისევ უტევდნენ, ავსტრალიელები კი თავიანთ შანსებს კონტრშეტევებში ეძებდნენ. კვანძი მატჩის 55-ე წუთზე გაიხსნა, როდესაც მეკარესთან ერთი-ერთზე გასული ანტუან გრიზმანი ჯოშ რისდონმა წააქცია. თავდაპირველად მსაჯმა ამ მომენტში წესების დარღვევა ვერ დაინახა, თუმცა ვიდეოგამეორების ნახვის შემდეგ თერთმეტმეტრიანი დანიშნა. ამრიგად, ეს იყო პირველი შემთხვევა მიმდინარე მსოფლიოს ჩემპიონატზე, როდესაც ვიდეგამეორების გამოყენება გახდა საჭირო. პენალტი თავად დაზარალებულმა შეასრულა და ეს შანსი ხელიდან არ გაუშვა – 1-0. ამ მომენტიდან ხუთ წუთში კიდევ ერთი პენალტი დაინიშნა, ამჯერად საფრანგეთის ნაკრების კარის მიმართულებით: მსაჯმა სამუელ უმტიტის მიერ ხელით თამაში დააფიქსირა. თერთმეტმეტრიანის შესრულება საკუთარ თავზე ავსტრალიელთა კაპიტანმა, მილე იედინაკმა აიღო და თანაგუნდელები არ დააღალატა – 1-1. 81-ე წუთზე ფრანგებმა ისევ გაიტანეს. უფრო ზუსტად რომ თქვათ, ავსტრალიელებმა გაიტანეს, ოღონდ საკუთარ კარში. პოლ პოგბას დარტყმის შემდეგ, ბურთი ჯერ ავსტრალიელ მცველ აზიზ ბეიჩს მოხვდა, შემდეგ ხარიხას და მეთიუ რაიანის კარის ხაზი გადაკვეთა – 2-1 საფრანგეთის სასარგებლოდ. ავსტრალიელებმა მატჩის გადარჩენა სცადეს, თუმცა ძლიერ მეტოქესთან ვერაფერი გააწყვეს და საფრანგეთმა პირველი სამი ქულა ჩაიწერა.
Image
C ჯგუფის მეორე მატჩი დღესვე, 20:00 საათზე გაიმართება. ქალაქ სარანსკის „მორდოვია არენაზე“ ერთმანეთს პერუსა და დანიის ნაკრებები დაუპირისპირდებიან. მანამდე კი, 17:00 საათზე, D ჯგუფის მატჩი გაიმართება. მოსკოვის „ოტკრიტიე არენაზე“ არგენტინა ისლანდიას შეხვდება. გადმოწერეთ ჩვენი უნიკალური აპლიკაცია FIFA 2018! Android და თქვენ გექნებათ საშუალება ოპერატიულად გაეცნოთ ყველა საინტერესო სიახლეს, მატჩების ზუსტ განრიგს, შედეგებს LIVE-რეჟიმში და შექმნათ თქვენი პროგნოზი!