Image
Image
Image

დანიამ პერუ მინიმალური ანგარიშით დაამარცხა

image
  • 131
მსოფლიო ჩემპიონატზე „C“ ჯგუფის მეორე შეხვედრაში ერთმანეთს პერუ და დანია დაუპირისპირდნენ. ამ მატჩამდე ორივე გუნდს 15 მატჩიანი წაუგებელი სერია ჰქონდა.

თამაში გარდამავალი უპირატესობით მიმდინარეობდა. პირველი ტაიმის დასაწყისში სამხრეთ ამერიკელები აქტიურობდნენ, თუმცა შემდეგ უპირატესობა ხელთ დანიამ იგდო.
Image

პირველი ტაიმის ბოლო წუთზე კუევამ პენალტი მოიპოვა და თავადვე ძალიან ცუდად დაარტყა. მატჩის მეორე ნახევარში ორივე გუნდი უტევდა, თუმცა ერთადერთი შედეგიანი შეტევა დანიელებს ჰქონდათ. 59-ე წუთზე ევროპელებმა სწრაფი შეტევა წამოიწყეს, ერიკსენმა პოულსენი მეკარესთან ერთი-ერთზე დატოვა და ამ უკანასკნელს გოლის გატანა არ გასჭირვებია.

„C“ ჯგუფში პირველ ადგილს საფრანგეთი და დანია იყოფენ, ხოლო პერუს და ავსტრალიას პირველი ტურის შემდეგ 0 ქულა აქვთ. პერუ 0:1 დანია