Image
Image
Image

ხორვატიამ ნიგერია 2:0 დაამარცხა

image
  • 158
„D“ ჯგუფის მეორე შეხვედრაში ხორვატია ნიგერიას დაუპირისპირდა და მეტოქე 2:0 დაამარცხა.

ორივე გუნდი კარგად თამაშობდა და მომენტებს ქმნიდა, თუმცა მეტოქის შეცდომები ხორვატებმა უკეთ გამოიყენეს და ჯგუფს სათავეში ჩაუდგნენ.

დაპირისპირების პირველი გოლი 32-ე წუთზე გავიდა. მანჯუკიჩის თავური დარტყმის შემდეგ ბურთი ეტებოს მოხვდა და ნიგერიელმა ავტოგოლი გაიტანა.
Image

მეორე ტაიმში გოლის გატანის ბევრი შანსი არც ერთ გუნდს არ ჰქონია, თუმცა 72-ე წუთზე ნიგერიელებმა საკუთარ საჯარიმოში უხეშად ითამაშეს და ლუკა მოდრიჩმა პენალტი ზუსტად შეასრულა – 2:0.

ხორვატებს გოლის გატანა მე-2 დამატებულ წუთზეც შეეძლოთ, თუმცა კოვაჩიჩმა პერიშიჩს პასი არ მისცა და ბურთი უზოჰომ მოიგერია.

ამ გამარჯვებით ხორვატები „D“ ჯგუფში პირველ ადგილს იკავებენ. მე-2 მე-3 ადგილს თითო ქულით არგენტინა და ისლანდია იყოფენ, ხოლო ნიგერია კი 0 ქულით ბოლო ადგილზეა.