Image
Image
Image

შოტლანდიელმა კაცმა ძველებური ველოსიპედით რბოლის 127 წლის წინ დამყარებული რეკორდი მოხსნა

image
  • 3 593
შოტლანდიელმა მარკ ბომონტიმ მოხსნა რეკორდი, რომელიც ბოლოს 1891 წელს დაამყარეს. ინფორმაციას BBC ავრცელებს.

კაცმა ლონდონში, რბოლის ბილიკზე, ძველი სტილის, ე.წ. „დიდთვალა ველოსიპედით“ საათში 35.5 კილომეტრი გაიარა.

Image

ბოლოს ამ სტილის ველოსიპედით რეკორდი 127 წლის წინ დაამყარეს, როცა საათში 33.96 კილომეტრი დაფარეს.

ბომონტიმ 2017 წელსაც დაამყარა რეკორდი. მაშინ მან 79 დღეში ველოსიპედით მსოფლიო მოიარა. მათ შორის, 3 დღე თვითმფრინავით მგზავრობისთვის დასჭირდა.