Image
Image
Image

ახალგაზრდა “ბორჯღალოსნები“ საქართველოში დაბრუნდნენ

image
  • 202
ოცწლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატზე წარმატებული გამოსვლის შემდეგ, ახალგაზრდა „ბორჯღალოსნები“ საქართველოში დაბრუნდნენ.

მორაგბეები ტურნირზე მათ გამოსვლას ნაყოფიერად აფასებენ და ამბობენ, რომ შედეგი გუნდური მობილიზებისა და ასეთი მომზადების ხარჯზე მიიღეს.
















 

ახალგაზრდა „ბორჯღალოსნებმა“ ისტორიაში პირველად მსოფლიო ჩემპიონატზე სამი მატჩი მოიგეს, ექვსი ერის ორ ქვეყანას მოუგეს და ისტორიაში პირველად მეცხრე ადგილი დაიკავეს. გარდა ამისა, წლევანდელ ტურნირზე საქართველომ კიდევ ერთი რეკორდი მოხსნა – ახალგაზრდა „ბორჯღალოსნები“ პირველი გუნდია, რომელიც ქვემო დივიზიონიდან ამოსვლის შემდეგ ზედიზედ სამჯერ დარჩა ელიტაში.
Image

ახალგაზრდა „ბორჯღალოსნების“ ვიცე-კაპიტანი თორნიკე ჯალაღონია კი სარაგბო პორტალმა „რაგბი ფასსმა“ მსოფლიო ჩემპიონატის სიმბოლური თხუთმეტეულის საუკეთესო მეექვსე ნომრად დაასახელა. ტურნირის განმავლობაში ჯალაღონიამ 70 ზუსტი ბოჭვა შეასრულა და ორი ლელო გაიტანა.

დიდი მადლობა ბიჭებს და დიდი მადლობა ყველას ვინც მათ გასამხნევებლად აეროპორტი გაავსეთ