Image
Image
Image

ფედერერის მოგება სამთვიანი პაუზის შემდეგ

image
  • 116
36 წლის როჯერ ფედერერმა გრუნტის სეზონი გამოტოვა და დღეს, სამთვიანი პაუზის შემდეგ პირველი მოგება იზეიმა. სადიდსლემო ტურნირების 20–გზის ჩემპიონმა შვეიცარელმა გერმანიის ქალაქ შტუტგარტის ATP 250 სერიის ტურნირის მეორე წრეში ჰამბურგელ მიშა ზვერევს 3:6, 6:4, 6:2 მოუგო.

შეხვედრა საათნახევარს გაგრძელდა. როგერმა 5 ბრეიკი, 4 ეისი შეასრულა, ზვერევ–უფროსს კი პირად შეხვედრებში კვლავინდებურად “მშრალად”, 6:0–ს უგებს.

რამდენიმე დღის წინ ფედერერმა განაცხადა, Nike–თან კონტრაქტი მარტში ამომეწურა და ახალი ხელშეკრულება ჯერ არ დამიდევსო, თუმცა, დღეს შტუტგარტში სწორედ ამ ფირმის ეკიპირებით ითამაშა.

თუკი როჯერ ფედერერი შტუტგარტის შეჯიბრების ფინალამდე გააღწევს, მსოფლიო კლასიფიკაციაში მოწინავე ადგილს დაიბრუნებს.