Image
Image
Image

ნახევარფინალისტები ცნობილია: გარეულმა ღორმა პროგნოზი გააკეთა

image
  • 4 231
ექსტრასენსმა ტახმა მსოფლიო ჩემპიონატის ნახევარფინალისტები აირჩია: არგენტინა, ბელგია, ურუგვაი და სენსაცია.

სახელდაგდებულმა წინასწარმეტყველმა გარეულმა ღორმა, მისტიკურმა მარკუსმა მუნდიალის შედეგები იწინასწარმეტყველა. მის წინაშე 32 ვაშლი დაალაგეს მსოფლიო პირველობაზე მონაწილე ქვეყნების დროშებით. ტახმა ოთხი მათგანი აარჩია და ამით ნახევარფინალისტები „გამოავლინა“.

მარკუსის პროგნოზით, ნახევრაფინალამდე მივლენ არგენტინა, ბელგია, ურუგვაი და სრული მოულოდნელობა – ნიგერია.

როგორც ღორის პატრონმა ჯულიეტა სტივენსმა განაცხადა, მარკუსი ჯერ არასოდეს შემცდარა. მან გამოიცნო მსოფლიო 2014 წლის ჩემპიონი, უიმბლდონის გამარჯვებული, იწინასწარმეტყველა ბრექსიტი და დონალდ ტრამპის არჩევა აშშ-ს პრეზიდენტად.
Image
თუმცა ახლა მარკუსის რეპუტაცია უკვე დადგა დიდი კითხვის ნიშნის ქვეშ. მოგეხსენებათ, არგენტინა და ნიგერია ერთ ჯგუფში არიან. ნიგერიამ ხორვატიასთან უკვე წააგო, არგენტინამ ქულა გაიყო ისლანდიასთან. ისინი ერთმანეთს ბოლო ტურში ხვდებიან და ბუნებრივია ქულებს ორივე გუნდი ვერ აიღებს. მოკლედ, არგენტინა-ნიგერიის წყვილის გასვლა ჯგუფიდან ძალიან საეჭვოდ მოჩანს.