Image
Image
Image

ქართველ მძლეოსანთა 6 მედალი ევროპის ჩემპიონატზე

image
  • 121
ლიხტენშტეინის ქალაქ შაანში გამართულ ევროპის მცირე ქვეყნების ჩემპიონატზე მძლეოსნობაში, წარმატებით იასპარეზა საქართველოს ნაკრებმა.
ქართველმა მძლეოსნებმა ჯამში 6 მედალი – 2 ოქრო, 2 ვერცხლი და 2 ბრინჯაო მოიპოვეს. ევროპის მცირე ქვეყანათა ჩემპიონები გიორგი მუჯარაძე (ბირთვის კვრა) და ვალერია ჟანდაროვა (3000 მეტრზე რბენა) გახდნენ.

ევროპის პირად-გუნდურ ჩემპიონატზე 17 ქვეყნის ნაკრებები მონაწილეობდნენ. საერთო გუნდურ ჩათვლაში საქართველო მე-6 ადგილზე გავიდა.
ქართველ მძლეოსანთა შედეგები ევროპის მცირე ქვეყნების ჩემპიონატზე
Image
ბირთვის კვრა - მამაკაცები
1. გიორგი მუჯარიძე - 19.52 მ.

3000 მეტრის რბენა - ქალები
1. ვალერია ჟანდაროვა- 9:13:20 წმ.

სიგრძეზე ხტომა - მამაკაცები
2. ლაშა ღულელაური- 7.67 მ.

ბირთვის კვრა - ქალები
2. სოფო შათირიშვილი - 14.56 მ.
3. სალომე რიგიშვილი - 14.27 მ.

100 მეტრის რბენა - მამაკაცები
3. ბაჩანა ხორავა - 10.74 წმ.