Image
Image
Image

მაკგრეგორის მწვრთნელი: "ხაბიბთან ბრძოლა მზადდება"

image
  • 186
კონორ მაკგრეგორის მწვრთნელის ოუენ როუდის თქმით, UFC-ის მატჩმეიქერები კონორ მაკგრეგორისა და ხაბიბ ნურმაგომედოვის შეხვედრის ორგანიზებაზე ფიქრობენ.

"არ ვამბობ, რომ პირდაპირი მოლაპარაკებები მიმდინარეობს, თუმცა ვფიქრობ, რომ ბრძოლის დაწყებას სათავე დაედო. შეგვიძლია, პარალელი გავავლოთ მეივეზერთან შეხვედრასთან, იქაც ჭორები, იქაც საუბრები, დრამა, თუმცა ბოლოს ბრძოლა მაინც შედგა".
Image
"ყოველთვის ვამბობდი, რომ კონორს დიდი ბრძოლები სურდა და ამ მომენტისთვის ყველაზე დიდი ბრძოლის შეთავაზება სწორედ ხაბიბს შეუძლია", - განაცხადა როუდიმ.

მისივე თქმით, ამ ბრძოლაში უპირატესობა კონორს ექნება, რადგან იგი სტრაიქერია.

"მგონია, რომ სტრაიქერებს ყოველთვის უფრო მეტი შანსი აქვთ, რადგან ისინი ბრძოლას დგომში იწყებენ. გრეპლერს კი უწევს, იპოვოს გზა მეტოქის კლინჩში გადასაყვანად. ამის გაკეთება ისე, რომ დარტყმა არ მიიღო, მაკგრეგორთან ბრძოლისას ძალიან, ძალიან რთულია".