Image
Image
Image

შენგელიას ტრავმა და მარცხი ფინალში

image
  • 132
თორნიკე შენგელიას “ბასკონიამ” ესპანეთის ჩემპიონატის ფინალი წააგო. დღეს, ბასკურმა კლუბმა მადრიდის “რეალთან” მე-2 შეხვედრა გამართა, 85:96 დამარცხდა და საერთო ჯამში, სერია 1:3 დათმო.

ქართველი კალათბურთელი სასტარტო ხუთეულში გამოჩნდა და 26:47 წუთში 16 ქულა, 1 მოხსნა და 4 პასი მიითვალა. თორნიკემ მისთვის უჩვეულოდ ბევრი 9 სამქულიანი ესროლა და 4 ჩააგდო, რასაც 3-დან 2 ორქულიანი წაამატა, ბურთი ერთხელ დაკარგა, 3 პერსონალური ფოლი მიიღო, მის წინააღმდეგ კი 2-ჯერ დაჯარიმდნენ.
Image
აღსანიშნავია ისიც, რომ ერთ ეპიზოდში შენგელიას სახეში ფელიპე რეიესი იდაყვი მოხვდა და კბილი დაუზიანა, ამასთან კი, ჩვენებურს თავის ტკივილიც აწუხებდა. მოახლოებული სანაკრებო მატჩების წინ, თოკოსთვის მცირე ტვინის შერყევაც კი, ძალიან არასასურველი ფაქტი იქნება.

“რეალმა” ესპანეთის ჩემპიონობა 34-ედ იზეიმა, ფინალური სერიის უძვირფასესი მოთამაშე კი რუდი ფერნანდესი გახდა, რომელმაც დღეს 27 ქულა მიითვალა.