Image
Image
Image

ილიას ზუროსმა ჩეხეთში სპარინგ-მატჩებისთვის 14 კალათბურთელი იახლა

image
  • 157
საქართველოს ეროვნული საკალათბურთო ნაკრები რამდენიმე საათში ჩეხეთში გაემგზავრება. ილიას ზუროსის გუნდი თბილისის აეროპორტიდან სტამბოლის გავლით პრაღაში 20 ივნისს, გამთენიისას ჩაფრინდება, სადაც 22 და 23 ივნისს 2 საკონტროლო მატჩს გამართავს.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრები მსოფლიოს 2019 წლის ჩემპიონატის შესარჩევ ტურნირში დარჩენილი 2 მატჩისთვის ემზადება. ილიას ზუროსის გუნდს ჯგუფში 2 საშინაო მატჩი აქვს ელის – 29 ივნისს სერბეთთან, ხოლო 2 ივლისს – ავსტრიასთან.
Image
ამ ნაკრებებთან ერთად ჩვენს ჯგუფში გერმანიაც არის, რომელმაც ჯგუფში ყველა თამაში მოიგო და ლიდერია. შემდეგ მოდიან სერბეთი, საქართველო და ავსტრია. მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევ მომდევნო – მეორე ეტაპზე 3 საუკეთესო გადის, რომლებსაც ამ ჯგუფში მოგროვილი ქულები მიჰყვებათ. საქართველოს მიზანია, ჯერ ჯგუფის სამეულში მოხვდრა გაინაღდოს, შემდეგ კი, რაც შეიძლება, მეტი ქულა დააგროვოს.

ილიას ზუროსმა ჩეხეთში 14 კალათბურთელი იხმო. ნაკრებს პრაღაში არ ეყოლება თორნიკე შენგელია და მანუჩარ მარკოიშვილი, რომლებიც ჩეხეთიდან დაბრუნებულ ეროვნულ გუნდს თბილისში დახვდებიან. 14-კაციანი შემადგენლობა ბერძენმა სპეციალისტმა გუშინ, “დინამოს” ბაზაზე დაასახელა.