Image
Image
Image

დღეს დიდი დღეა | რუსეთში მსოფლიო ჩემპიონატი იწყება!

image
  • 168
დღეს, 14 ივნისს, თბილისის დროით 19:00 საათზე მსოფლიოს უდიდესი სანაკრებო ტურნირი, მსოფლიოს 2018 წლის ჩემპიონატი დაიწყება.

მოგეხსენებათ, პირველ მატჩს ყოველთვის მასპინძელი ქვეყანა ხსნის, ამიტომაც ტურნირი მოსკოვში, ლუჟნიკის ოლიმპიურ სტადიონზე გაიხსნება.

მუნდიალის მასპინძელი რუსეთის ნაკრები A ჯგუფის პირველ მატჩში საუდის არაბეთს უმასპინძლებს.

მსოფლიო ჩემპიონატი რუსეთის 11 ქალაქში, 12 მოედანზე გაიმართება. ესაა პირველი შემთხვევა, როცა ტურნირები 2 კონტინენტზე – ევროპასა და აზიაში ჩატარდება. გახსნის ცერემონიას 17 მთავარი წარმომადგენელი დაესწრება.

2018 წლის მუნდიალის ოფიციალურ სიმღერას ცნობილი ამერიკელი მსახიობი, ჰიპ–ჰოპის წარმომადგენელი უილ სმიტი და ნიკი ჯამი შეასრულებენ. ასევე, იმღერებს ალბანელი მომღერალი, ერა ისტრეფი და ამერიკელი მუსიკოსი დიპლო.