Image
Image
Image

რონალდუს გოლმა პორტუგალიას მაროკოსთან გამარჯვება მოუტანა

image
  • 161
პორტუგალიის ნაკრებმა ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის მეორე წრეში მაროკო დაამარცხა.

მატჩი მოსკოვში, ლუჟნიკის სტადიონზე გაიმართა. ანგარიში 1:0 დასრულდა. ერთადერთი გოლი პორტუგალიელმა თავდამსხმელმა კრიშტიანუ რონალდუმ შეხვედრის მე-4 წუთზე გაიტანა.

მიმდინარე მუნდიალზე ეს რონალდუსთვის მე-4, ხოლო ერონული ნაკრების შემადგენლობაში 85-ე გახდა. ამრიგად, პორტუგალიელი ფეხბურთელი ევროპული ქვეყნების ნაკრებების ისტორიაში ყველაზე შედეგიანი მოთამაშე გახდა. წინა რეკორდი უნგრელ ფეხბურთელს ფერენც პუშკაშს ეკუთვნის. მის ანგარიშზე 84 გოლია.
Image
16 ივნისს ესპანეთის წინააღმდეგ მატჩში კრიშტიანუ რონალდუმ პირველი ჰეთ თრიკი შეასრულა.

ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატმა სტარტი რუსეთში 14 ივნისს აიღო და 15 ივლისამდე გასტანს.

შეგახსენებთ, რომ საფეხბურთო მატჩების ანგარიშების შესახებ ყველა სიახლეს შეგიძლიათ გაეცნოთ ერთ გვერდზე.