Image
Image
Image

სანქტ-პეტერბურგში ცნობილ ფეხბურთელთა პორტრეტების გამოფენა გაიხსნა [ფოტო, ვიდეო]

image
  • 150
სანქტ-პეტერბურგში ცნობილი ფეხბურთელების პორტრეტების გამოფენა „ღმერთების მსგავსად“ გაიხსნა.

ექსპოზიციაზე მისულ დამთვალიერებელს მე-19 საუკუნის სამხედრო ფორმებში გამოწყობილი ლიონელ მესის, დიეგო მარადონასა და კრიშტიანუ რონალდუს ნახვა შეუძლიათ.

ნამუშევრების ავტორია იტალიელი ხელოვანი ფაბრიციო ბირიმბელი. მას 40-ზე მეტი ლეგენდარული ფეხბურთელის პორტრეტი აქვს დახატული.
Image
როგორც თავად იტალიელი მხატვარი ამბობს, დღეს ფეხბურთელები საზოგადოებაში ისეთივე მნიშვნელოვანი ფიგურები არიან, როგორიც თავის დროზე სამხედრო მაღალჩინოსნები და მეფეები იყვნენ.

გამოფენა „ღმერთების მსგავსად“  20 ივნისს რუსეთის ხელოვნების აკადემიაში გაიხსნა.