Image
Image
Image

23 ივნისს ბორჯღალოსნები იაპონიას დაუპირისპირდებიან

image
  • 135
23 ივნისს, საქართველოს დროით 09:45 საათზე, ბორჯღალოსნები 2018 წლის ზაფხულის ტესტ-სერიის დასკვნით თამაშს ტოიოტაში, იაპონიის წინააღმდეგ გამართავენ.

მილტონ ჰეიგმა იაპონიასთან მატჩისთვის შემადგენლობაში 15 ცვლილება შეიტანა. შერკინების მეორე და მესამე ხაზი უცვლელი დარჩა: გიორგი ნემსაძე, კოტე მიქაუტაძე, გიორგი ცუცქირიძე, ვიტო კოლელიშვილი და ოთარ გიორგაძე. ძირითადში შეინარჩუნა ადგილი მარცხენა ბურჯმა კახა ასიეშვილმა, შეიცვალა მარჯვენა ბურჯი და ლევან ჩილაჩავას ნაცვლად თამაშს ირაკლი მირცხულავა იწყებს. სასტარტოში ჯაბა ბრეგვაძე გამოჩნდა, რომელიც იაპონურ ‘სანვულვზში’ თამაშობს.
Image
წყნარი ოკეანის ტურნეზე ზედიზედ მესამე თამაშს იწყებს ვასილ ლობჟანიძისა და ლაშა ხმალაძის წყვილი. წინა მატჩისგან განსხვავებით, ცენტრში დაბრუნდა გიორგი კვესელაძე, რომელიც დავით კაჭარავას შეუწყვილდება. 2 კვირის წინ, ამ წყვილმა ტონგასთან მატჩი დაიწყო, თუმცა კვესელაძე მე-4 წუთზე დაშავდა და შესაცვლელი შეიქმნა. ფულბეკის პოზიციაზე თამაშს იწყებს მერაბ კვირიკაშვილი, ფრთაზე გადაინაცვლა იოსებ მათიაშვილმა, ხოლო მეორე ფრთა ალექსანდრე თოდუა იქნება.

თადარიგში არიან ბურჯები ზურაბ ჟვანია და გიორგი მელიქიძე, ასევე მეორეხაზელი ნოდარ ჭეიშვილი. მესამე ხაზში შეცვლაზე მიხეილ გაჩეჩილაძე შევა, რომელმაც წინა მატჩი გამოტოვა. ხაზის თადარიგში არიან გიორგი ბეგაძე, ლაშა მალაღურაძე და ანზორ სიჭინავა.